მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე წყალბადის განვითარების ძლიერ პოტენციალს ვხედავთ" - ADB-მა საქართველოს გრანტი გამოუყო

ADB

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 400,000 აშშ დოლარის გრანტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს დაეხმარება მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით.

საფინანსო ინსტიტუტიც ინფორმაციით, გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას.

„ჩვენ ვხედავთ მწვანე წყალბადის განვითარების ძლიერ პოტენციალს საქართველოში. ზედმეტი ენერგია, რომელიც წარმოიქმნება პიკის სეზონებზე, შესაძლებელია გარდაიქმნას წყალბადად, შეინახოს და ასევე გაიყიდოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებზე, რაც გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს",- განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის წამყვანმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.

ADB-ის ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი პროექტის განხორციელებასა და დაგეგმილი რეფორმების მონიტორინგზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმოქმედებს პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ.

"პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც აუცილებელია სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის მსგავსი შენახვის ტექნოლოგიების ქსელში ინტეგრაციისთვის. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესში კერძო ინვესტიციების მოზიდვას და უფრო მასშტაბური სააკუმულატორო ქვესადგურებისა და მწვანე წყალბადის ობიექტების განვითარებას.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების, სუფთა ენერგიის ვაჭრობის რეგიონულ პლატფორმად ჩამოყალიბებისა და გადამცემი ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნებს, რაც ასახულია ADB-ის საქართველოსთან პარტნიორობის 2024–2028 წლების სტრატეგიაში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკმა დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის სესხი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები