დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები მთვარეზე "პრეტენზიას" აცხადებს. "მთვარე ჩვენია" - ასე აწერია პოსტს, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა გამოაქვეყნა და, რომელშიც სხვა კონკრეტული არაფერია ნათქვამი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ეს რიტორიკა მხოლოდ აშშ-ის გააქტიურებულ კოსმოსურ პროგრამებსა და გლობალურად გაზრდილ კონკურენციას უკავშირდება.


































