მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთვარეზე 1970-იან წლებში გაშვებული Apollo 17 სეისმურ აქტივობებს იწვევს - CNN

Apollo 17

ახალი კვლევის თანახმად, ამერიკელი ასტრონავტების მიერ მთვარეზე მიტოვებული კოსმოსური ხომალდი, შესაძლოა, მცირე სეისმურ აქტივობას, ე.წ. მთვარის მიწისძვრებს, იწვევდეს - ამის შესახებ CNN იტყობინება.

მთვარეზე ტემპერატურის მასშტაბური ცვლილება ადამიანების მიერ შექმნილი კოსმოსური ობიექტების ზომაში ცვლასა და მთვარის ზედაპირზე კონტაქტის ცვლილებას და ვიბრაციებს იწვევს. დედამიწის თანამგზავრის ზედაპირი კი ექსტრემალური გარემოა, სადაც ტემპერატურა მინუს 133-დან (ბნელ მხარეს) 121 გრადუს ცელსიუსამდე (განათებულ მხარეს) მერყეობს. 

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ალგორითმის გამოყენებით, Apollo-ს დროინდელი ერა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ კოსმოსური ხომალდის, Apollo 17-ის, ვიბრაციით გამოწვეული რყევები მთვარეზე მიწისძვრის დასაფიქსირებლად დატოვებულმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს. მონაცემების ანალიზით დადგინდა, თუ როგორ რეაგირებს მთვარე გარემოპირობებზე და რა გავლენა აქვთ მათ სეისმურ აქტივობებზე. 

კვლევის ლიდერმა აღნიშნა, რომ, თითოეული Apollo-ს მისიის დროს, მთვარეზე სეისმური აქტივობების რადარი გაიგზავნა, Apollo 17-ს მისიის ფარგლებში კი, მთვარეზე უფრო გაუმჯობესებული, თერმული აქტივობების დასაფიქსირებელი მოწყობილობაც გაგზავნეს, რომელიც თანამგზავრის ზედაპირის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე რეაგირებდა. 

“ათასობით მსგავსი სიგნალი დაფიქსირდა 1976-წლიდან 1977-წლამდე 8-თვიან მონაკვეთში. ჩვენ შევქმენით ალგორითმი, რომელიც ზედმიწევნით იკვლევს, როდის განდა ეს სეისმური ტალღები და მიწისძვრის ეპიცენტრი სად იყო”, - წერია კვლევაში.

 აღსანიშნავია, რომ კვლევას სათავეში ედგა კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი და მეცნიერები NASA-ს კოსმოსური ფრენის ცენტრიდან, თავად NASA-მ კი აღნიშნული კვლევა დააფინანსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები