მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მტვერსასრუტ Roomba-ს მწარმოებელი კომპანია გაკოტრდა

roomba

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია iRobot-ი, რომელიც Roomba-ს სერიის ჭკვიანი მტვერსასრუტების მწარმოებელია, ოფიციალურად გაკოტრდა.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, გაკოტრების მიზეზი ჩინური მწარმოებლებისგან გაზრდილი ზეწოლა და აშშ-ის ახალი ტარიფებია, რომელთა პირობებში, ვიეტნამში წარმოებული მტვერსასრუტების იმპორტი ამერიკულ ბაზარზე 46%-ით გაძვირდა, რაც მოთხოვნას მკვეთრად ამცირებს.

iRobot-ის განცხადებით, კომპანიას წარმოების გაგრძელება აღარ შეუძლია და თუ სასამართლო რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას დაამტკიცებს, მაშინ ინვესტორებს შეეძლებათ მისი აქტივები გამოისყიდონ და წარმოების პროცესი აღადგინონ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას $190 მილიონის ვალი აქვს, რომელსაც ლიკვიდაციის გარეშე ვერ ისტუმრებს.

ცნობისთვის, პანდემიურ 2021 წელს კომპანიის შეფასება რეკორდულ $4 მილიარდს აღწევდა, თუმცა დღეს მისი შეფასება $100 მილიონზე ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები