მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთვრალი ალუბალი": 3 ჩეხ ტურისტს კორონავირუსი დაუდგინდა... რესტორანი დაკეტილია

5e6f1a1dd8637
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 10:30
5144
გუდაურში მდებარე რესტორან “მთვრალი ალუბლის“ ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდზე წერს, რომ კორონავირუსით დაავადებული 3 ადამიანი, რომლებსაც ვირუსი საქართველოში დაუდგინდათ, ჩეხი ტურისტები არიან. როგორც “მთვრალი ალუბალი“ აცხადებს, ტურისტები ხშირად სტუმრობენ მათ რესტორანს.

“ძვირფასო მომხმარებლებო,

დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა აღნიშნეს, რომ გუდაურში ყოფნისას ყოველდღე დადიოდნენ რესტორან "მთვრალ ალუბალში".

ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია...

ვინც ამ დღეებში იყავით "მთვრალ ალუბალში", გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე; გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...

ვწუხვართ და ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს რესტორნის ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდზე.

ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი  არ გაუკეთებია. bm.ge დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: 
ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსით 3 ჩეხი ტურისტის ინფიცირებას არ ადასტურებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები