მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მტვრის კონცენტრაცია მაქსიმალურ ზღვარს შემოწმებული ადგილებიდან მხოლოდ "სადგურის მოედანთან" აღემატება

57f38de35c07f
BM.GE
04.10.16 15:05
1711
მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია მაქსიმალურ ზღვარს 22 შემოწმებული ადგილიდან მხოლოდ მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" აღემატება. გარემოს დაცვის სამინისტრომ კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა და ის სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავდა, მათ შორის გამოკვლეულია: მტვრის, ნარშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემხველობა კვადრატულ მეტრზე, ასევე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება კვადრატულ სანტიმეტრზე და ხმაურის დონე დეციბელებში. აღნიშნული კრიტერიუმებიდან დასაშვებ ნორმას მხოლოდ მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“ ჰაერში მტვრის შემადგენლობა აღემატება და ის 0,532-ს შეადგენს, როდესაც ნორმა 0,5-ია.

რაც შეეხება ხმაურის ნორმას, ის დაშვებულ ნორმას 7 პუნქტზე აღემატება: მეტროსადგურ "300 არაგველთან", მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ "სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ "ნაძალადევთან“, მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან", აბანოთუბანში, მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან“ და წყნეთში "სმარტთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები