საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. შესაბამისად, გუნდი მუდმივად ცდილობს, შექმნას მათზე მორგებული გამოცდილება, სწორედ ამიტომ, აქტიურად მუშაობს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურობას გაუმარტივებს. ამ პროცესების უკან კი Business Lending Tribe-ის გუნდი დგას.
Business Lending Tribe-ის გუნდი ბიზნესებს ეხმარება ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში, გამარტივებასა და მონიტორინგში, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, შექმნან საკუთარ მომხმარებელზე მორგებული სერვისები, გაზარდონ აუდიტორია და ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობა.
სწორედ Business Lending Tribe-ის გუნდში ანალიტიკის და რეპორტინგის უფროსი მენეჯერის პოზიციას ომარ ქეშელაშვილი იკავებს, რომელიც ბანკის გუნდს 2020 წელს შემოუერთდა და ამ პერიოდიდან ის ბიზნესებზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული.
ინტერვიუში ომარი საკუთარი გამოცდილებისა და გუნდის მთავარი ღირებულებების შესახებ გვესაუბრება.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ საქართველოს ბანკის დიდი გუნდის წევრი და Business Lending Tribe-ის უფროსი მენეჯერი?
მუშაობდე ბანკში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს, უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ამ პროცესების უკან კი უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა და თავდადება დგას.
ჩემი საქმიანობა ძირითადად საკრედიტო კუთხით შემოიფარგლება, იქნება ეს ანალიტიკური რეპორტების მომზადება, დამუშავება, გაანალიზება, გამართვა თუ ავტომატიზაცია. ჩართული ვარ სხვადასხვა სახის ანალიზში, რომელიც ბანკს ეხმარება როგორც გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე, დაკავშირებულია პროცესების გაუმჯობესება - გამარტივებასთან.
ბიზნესის საჭიროებები ყოველდღიურად იცვლება, რაც მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს, აღრიცხვიანობას და მყისიერ გადაწყვეტილებას, შესაბამისად ბანკში ძალიან სწრაფი ტემპია, რაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის გარემოს.
რატომ არის მომხმარებლისთვის Business Lending Tribe მნიშვნელოვანი?
Business Lending Tribe-ი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა მიზანია, ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება, გამარტივება და მონიტორინგი, ასევე მომხმარებელთა საჭიროებების მოსმენა, მათზე ზრუნვა და მათი გამოცდილების გაუმჯობესებისკენ მიმართული პროცესების იმპლემენტაცია.
როგორ უზრუნველყოფთ პროცესების გამართულობას?
ჩვენ გუნდში ჩანიშნულია შეხვედრები, სადაც გავდივართ დაგეგმილი ამოცანების და ანალიზის დეტალებს, თუ რა პროგრესი გვაქვს, რაიმე ხო არ გვიშლის ხელს მის განსახორციელებლად, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და ერთად ვეძებთ მოგვარების გზებს, ასევე, მიმდინარე საკითხების და ამოცანების აღრიცხვისათვის ვიყენებთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომ მუდმივად გვქონდეს ხედვა ჩვენს დავალებებსა და პრიორიტეტებზე.
რა გამოწვევები გაქვთ ყოველდღიურ საქმიანობაში?
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ბიზნესი ძალიან სწრაფად განვითარებადია და მუდმივად იცვლება საჭიროებები, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ მომხმარებელთა სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები.
თქვენი აზრით რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც თქვენს საქმიანობას სჭირდება?
მიზანდასახულობა, მუდმივი სწავლა და სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაცია ის ძირითადი უნარებია, რომლებიც ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს. შესაბამისად, მუდმივად ცვლად გარემოში საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და ათვისება ის მთავარი პირობაა, რაც ჩვენს საქმიანობას ყველაზე მეტად სჭირდება.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ბანკის სტრუქტურა მიმართულია კადრის მუდმივ განვითარებაზე, მისი უნარების გაუმჯობესებასა და მათ დახვეწაზე. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ყოველდღე ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია.




























