მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მულტიტესტის" ხელმძღვანელი: კერძო ლაბორატორიებს სახელმწიფოსთან გვიწევს კონკურენცია

5743015dcc4cf
BM.GE
23.05.16 17:08
2185
კერძო ლაბორატორიები სახელმწიფოს კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ლაბორატორია "მულტიტესტის" ხელმძღვანელი, ლევან კალანდაძე "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო იმ სექტორში არ უნდა შედიოდეს სადაც კერძო ბიზნესი უკვე არის. მისივე თქმით, თუ სიტუაცია გაგრძელდება კერძო ლაბორატორიების ადგილი ბაზარზე აღარ დარჩება.
 
"სახელმწიფო ინტენსიურად ცდილობს, სახელმწიფო ლაბორატორიების ან გადაიარაღებას, ან ახლის შექმნას. ბაზარი არის ძალიან მცირე და უბრალოდ კითხვა ჩნდება რატომ უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო კერძო სექტორს იგივე სერვისით, რაც კერძო სტრუქურას შეუძლია.

ჩვენ შეხვედრებიც გვქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან და მათი პოზიცია არის, რომ ჩვენ ვართ მართალი და სწორი. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს კერძო ბიზნესში და გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიების როლი. იქ სადაც კერძო სექტორი უკვე არსებობს სახელმწიფო მას კონკურენციას არ უნდა უწევდეს. სახელმწიფო ალბათ ფიქრობს, რომ თვითონ უკეთ გააკეთებს ამას.
 
ჩვენ გვიწევს კონკურენცია სახელმწიფოსთან და მისი ფინანსური რესურსები გაცილებით დიდია. შესაბამისად ეს აისახება ფასზეც და კერძო ლაბორატორიის ადგილი ამ ბაზარზე არ იქნება, რაც არის დანაშაული", - აცხადებს კალანდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები