მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ" - სასტუმრო „განთიადი“

63b7fd91dd44d
BM.GE
06.01.23 20:21
874

სასტუმრო "განთიადის" გენერალური მენეჯერის დიანა ჩომახაშვილის განცხადებით, სოფელ ცემში ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ დგას.

როგორც მან BMG-თან განმარტა, "განთიადი“ სოფელ ცემსა და ტბას შორის მდებარეობს, ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტის არარსებობა კი, როგორც ტურისტებს ისე ადგილობრივებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

„განთიადის“ მენეჯერის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ შარშან მიმართეს, მაგრამ - უშედეგოდ. „ვაპირებთ, წელს უკვე შევხვდეთ ადგილობრივ მთავრობას და ამ ფორმითაც ვითხოვოთ პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნა დიანა ჩომახაშვილმა.

როგორც ირკვევა, ტრანსპორტი სოფლისთვის ერთადერთი თავის ტკივილი არაა, მისი თქმით პრობლემას წარმოადგენს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაც.

„ცემი არის საკურორტო ადგილი, რომელიც დამსვენებლებს მოსწონთ, თუმცა მათ გადაადგილების საშუალება არ აქვთ. ეს გამოწვევაა არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები სკოლაში წასვლასაც ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა მოუწესრიგებელია, როდესაც თოვლი მოდის, გზას არ წმენდენ. როდესაც ტურისტები გვირეკავენ, პირველ რიგში, კითხულობენ, რა მდგომარეობაშია გზა. მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ",-აცხადებს დიანა ჩომახაშვილი.

"განთიადის" მენეჯერი BMG-თან მიმდინარე ტურისტულ სეზონსაც აფასებს. მისი თქმით, დამსვენებლების დიდი ნაწილი ქართველია, ძირითადად, ოჯახები. უცხოელ დამსვენებლებს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ელიან.

შეგახსენებთ, რომ "განთიადი“ მთის კურორტ ცემში, ძველ ბავშვთა სანატორიუმ „განთიადის“ ბაზაზე გახსნილი 70-ნომრიანი სასტუმროა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები