მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს

584544ad1b5e2
BM.GE
05.12.16 14:41
1286
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გალაქტიონ ბუაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს. გალაქტიონ ბუაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის #480 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

გალაქტიონ ბუაძე 2013-2016 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ ფინანსურ დირექტორად. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიაში. მუნიციპალური განვითარების ფონდში, მან ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა. თავად ბურჭულაძე ¬ აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები