მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური პოლიკლინიკები სახელმწიფო საკუთრებაში არ უნდა დარჩეს - მირზიკაშვილი

64a56e18910e6
ანუკა ჯოხაძე
09.07.23 12:00
860
მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება აღარ მოხდება. შესაბამისი განცხადება თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გააკეთა. როგორც ის ამბობს, მერიის ბალანსზე არსებული კლინიკები აღარ გასხვისდება და მის რეაბილიტაციას ან თავად მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ჯანდაცვის ექსპერტები სამინისტროს გადაწყვეტილებას არ მიესალმებიან და ამბობენ, რომ სახელწმიფოს საკუთრებაში სამედიცინო დაწესებულებების დატოვება გამართლებული არ არის. ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი ამბობს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც სახელწმიფო მართვაშია მომსახურების ხარისხის პრობლემაა, რის გამოც მომართვიანობაც დაბალია.

“თუ მაგალითად შევხედავთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც სახელწმიფო საკუთრებაშია, როგორც პაციენტს რომელსაც რაიმე მომსახურება მჭირდება სამწუხაროდ არ ვაკითხავ რესპუბლიკურ საავდმყოფოს და მივდივარ სხვა დაწესებულებაში. რეალობა სხვა რამეს გვიჩენებს, რომ სახელმწიფოში არსებულოი კლინიკების მართვა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი არ არის ისეთი როგორიც კერძო დაწესებულებაში.

შესაბამისად, რამდენად კარგი მმართველი იქნება სახელწმიფო მუნიციპალურ პოლიკლინიკებთან დაკავშირებით ამას ალბათ დრო აჩვენებს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან და იმ მტკიცებულებებიდან რომელიც დღეს არსებობს, ნამდვილად ვერ ვიქნები იმის მხარდამჭერი, რომ მუნიციპალური პოლიკლინიკები იყოს მუციპალიტეტის მმართველობის ქვეშ.”-ამბობს ნინო მირზიკაშვილი.

ცნობისთვის, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზების შესახებ განცხადება თბილისის მერის მხრიდან 2020 წელს გაჟღერდა. კახა კალაძემ მაშინ შესაბამისი ობიექტების აუციონზე გამოტანისთვის მზადებაც დაიწყო. უნდა გაკეთებულიყო პოლიკლინიკების ნუსხა, რომელიც აუქციონის სახით გასხვისდებოდა, თუმცა შეინარჩუნებდა როგორც იგივე პროფილს ისე დასაქმებულ თანამშრომლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები