მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში ჰაერს აბინძურებს"

5ab6ac85b7915
მეგი კავთუაშვილი
25.03.18 15:00
744
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რეკომენდაციები მისცა. აუდიტის ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მავნე აირების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერი მნიშვნელოვნად ზიანდება. დაბინძურების დონის შესამცირებლად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რეკომენდაცია მიეცა „შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მათი ხედვა და ვადებში გაწერილი კონკრეტულად გასატარებელი ღონისძიებები ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და განახლების მიმართულებით, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვის კუთხით; გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათ მიერ ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე“ - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები