მუნიციპალიტეტებში მინივენებისა და ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა კანონით დარეგულირდება. ცვლილებას ეკონომიკის სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ თბილისის გამოცდილებას გაითვალისწინებენ და ტაქსით მგზავრების გადასაყვანად მძღოლებს ლიცენზიის აღება მოუწევთ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო პირობები თავად განსაზღვრონ.