"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილება შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესს ეხება.
კანონპროექტის თანახმად, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში, შეეძლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას ფრაქცია და განახორციელოს მთელი რიგი უფლებები.
განმარტებითი ბარათის თანახმად, მიმართულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის უკეთ განხორციელებაში პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებისაკენ.
ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი.


























