მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშა ხელის დეფიციტის გამო თხილის შეგროვება გაჭიანურდა;

თხილის შეგროვება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გაჭიანურების მიზეზად, კერძო სექტორი თხილის შემგროვებლების დეფიციტს ასახელებს. მათი თქმით, გამოწვევა განსაკუთრებით კახეთის რეგიონშია, სადაც რთველის დაწყების შემდეგ, თხილის შემგროვებლების პოვნა გაჭირდა. ამასთან, ლაგოდეხსა და დასავლეთ საქართველოში მთავარი პრობლემა ფაროსანაა,რომელსაც თხილის ხეების გახმობა დაემატა. მიზეზი უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები