მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშახელის პრობლემა ნამდვილად არსებობს - "ქართული აგროპროდუქტი"

კეთილი და პატიოსანი

კომპანია „ქართულ აგროპროდუქტი“, რომლის საწარმოც გურჯაანში მდებარეობს, მუდმივად 30 ადამიანს ასაქმებს, ხოლო სეზონურად კიდევ ერთ ამდენს.

როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა, კომპანიისთვის მუშახელი სერიოზული პრობლემაა.

„მუშახელის პრობლემა არის ნამდვილად და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ჩვენი მუდმივად კადრის გაზრდა, რომ შემდეგი წლებისთვის არ გვქონდეს პრობლემები. ეს ეხება როგორც მენეჯერებს, ასევე ოპერატორებს, რომლებიც დანადგარებთან მუშაობენ, ესენი არიან დაფასოებაზე დასაქმებულები, შემფუთავები და ა.შ.

ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელთან, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. მე თვითონაც ყოველ წელს მიმღებ კომისიაში ვარ დამსაქმებლების მხრიდან. ეს არის ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი მიმართულება. წელს გაკვირვებული ვიყავი, რომ დაინტერესება ნაკლებია. მე ვფიქრობ, საჭიროა მეტი პროპაგანდა, რომ ამ სფეროში საჭირო არიან კვალიფიციური სპეციალისტები საჭირო. დასაქმება ხდება მომენტალურად და ეს ეხება ღვინის ქარხნებსაც. აგვყავს მუშახელი და თუ ვამჩნევთ, რომ ახალგაზრდას მეტი უნარები გააჩნია, ვუშვებთ სასწავლებლად, ისწავლის და გვიბრუნდება უკან. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელიწადს ახალგაზრდებს ვუშვებთ სასწავლებლად“, - განაცხადა მანჯავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები