მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობას ისეთი ტემპებით გავაგრძელებთ, როგორიც პანდემიამდე გვქონდა - “ვულე ვუ”

641edbf34cff8
ლიკა გურაბანიძე
25.03.23 22:24
1064
პარფიუმერიის, კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების მაღაზია “ვულე ვუ”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ნოდია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ პანდემიასთან და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ პრობლემებს კომპანიამ გაუძლო, ხოლო გაზაფხულზე ვითარება მეტად სტაბილურდება.

“მუშაობას ახლა ისეთი ტემპებით გავაგრძელებთ, როგორც ეს პანდემიამდე იყო. სტაგნაციის შემდეგ მგონია, რომ წინსვლა აუცილებლად იქნება. ამის თქმის საფუძველს მაღაზიებში შემომსვლელი მომხმარებლების რაოდენობა მაძლევს. ვხედავთ, რომ ომთან და პანდემიასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემები დროთა განმავლობაში გვარდება. ბრენდებმა, მომწოდებლებმა და ჩვენმა კომპანიამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენი გზა ვიპოვეთ.”- განმარტა ნინო ნოდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები