მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მუშახელი არ გვყავს, ყველა ევროპაში წავიდა“ – „კოსკო შიპინგი“ გამოწვევის მიზეზებზე

637a1de0cbbb9
მარიამ დემეტრაშვილი
20.11.22 20:09
2686
ლოგისტიკური კომპანია „კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორის ინფორმაციით, კომპანიაში მუშახელის დეფიციტია, რადგან დასაქმებულთა დიდი ნაწილი ევროპაში, მაღალი ანაზღაურების გამო წავიდა. ქართული კომპანიების კი იმ სახელფასო ანაზღაურებას ვერ სთავაზობს მათ, რაც ევროპაშია. კადრების დეფიციტის გამოწვევაზე გივი ჩაჩანიძემ BMG-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა. 

მისივე თქმით, ამ გამოწვევის გამო კომპანიის საოპერაციო აქტივობა 3-ჯერ შემცირდა. 

„კადრების სერიოზული დეფიციტია. არ გვყავს მუშახელი, ყველა ევროპაში წავიდა. ვცდილობთ წავახალისოთ და უფრო მეტი გადავუხადოთ, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ. პირადადაც მისაუბრია ადამიანებთან და მიკითხავს: „რა გავაკეთოთ, რომ ხელი შეგიწყოთ?“ ძალიან მარტივი ახსნით გამაჩუმეს: “თქვენ რასაც მიხდით, ზუსტად იგივეს მიხდიან ევროპაში, მაგრამ ევროში“. ვერაფერს ისეთს ვერ ვთავაზობთ, რომ რამენაირად ეს ხალხი შევინარჩუნოთ.

ადრე თუ ვახერხებდით დღეში 30 ოპერაციის შესრულებას, კადრების გადინების გამო ახლა ვახერხებთ 10-ს იმიტომ, რომ მუშახელი გვიჭირს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდა“, - ამბობს გივი ჩაჩანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები