მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მუსიკალური ინდუსტრია სახელმწიფო კონკურენციისგან თავისუფალი უნდა იყოს, მან კერძო სექტორიც თავისკენ წაიღო"

5793ab5cd1836
ნინო კვინტრაძე
23.07.16 21:33
1666
მუსიკალური ინდუსტრია სახელმწიფო კონკურენციისგან თავისუფალი უნდა იყოს, - ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო ცინცაძემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კერძო სპონსორების აქტივობები წელს უმეტესად სახელმწიფო ღონისძიებებისკენ იქნა მიმართული, რაც სხვა ღონისძიებებს კაბალურ პირობებში აყენებს.

"სახელმწიფომ კერძო სექტორიც თავისკენ წაიღო, რაც კაბალურ პირობებში გვაყენებს. კერძო სექტორის გარეშე მუსიკალური ინდუსტრია ვერ იარსებებს და ესეც კი წელს, სამწუხაროდ დიდწილად სახელმწიფო აქტივობებისკენ იქნა მიმართული.

შეიძლება სპონსორი ყველას აფინანსებდეს, მაგრამ არსებობს ლიმიტი, - როდესაც კერძო სექტორი იძულებულია თანხის ნაწილი სახელმწიფო პროეტში ჩადოს, შემდეგ ნაკლები რჩება სხვა კერძო ღონისძიებებისთვის.

გარდა იმისა, რომ კერძო სექტორი თავისკენ მიჰყავს, სახელმწიფო ბაზარზე ფასებს ზრდის. სახელმწიფო ყოველთვის მიდრეკილი იქნება რომ არტისტს გადაუხადოს კერძო პრმოუტერზე მეტი, შემდეგ ჩვენ გვიძირდება ეს არტისტები, რაც ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს", - აცხადებს დათო ცინცაძე. მისივე თქმით, ამ პრობლემების გამო შეწყვიტა არსებობა Set Fest-მა და თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, სხვა ფესტივალებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

"თამაშის არათანაბარი წესები ყველას ეხება, ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად“, - ამბობს დათო ცინცაძე. მისივე თქმით, ჩამოყალიბებული უნდა იყო ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც სხვადასხვა ფესტივალების და ღონისძიებების დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. ცინცაძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ტურიზმზე აპელირება არასწორია.

"ჩვენს ფეტივალს არც ჰქონია დიდი სურვილი რომ სახელმწიფომ დააფინანსოს, რადგან ფესტივალი კომერციულია და მას კერძო სექტორი აფინანსებს.

სახელმწიფოს დახმარება შესაძლოა იყოს ტექნიკური ხასიათის. როდესაც სახელმწიფო ნებისმიერ ბიზნესს კონკურენციაში უდგება შემდეგ ბიზნესი ვერ ვითარდება. იმედია ეს არ გაგრძელდება ან გაგარძელდება სხვა ფორმით.

იდეალური თამაშის წესების შემთხვევაში, ნებისმიერ ფესტივალს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამ შემთხვევში მოიტანს მოგებას ინდუსტრია.

Tbilisi Open Air არის ფესტივალი, რომელზეც ყველაზე მეტი ტურისტი მოდის, რადგან ფესტოვალს ყველაზე მეტი ხალხი ესწრება და ეს საშუალოდ 50 000 ადამიანია. აქედან დაახლოებით 15-20% ტურისტია. თუ ტურიზმს ვიღებთ მაჩვენებლად, მაშინ თუ ამხელა ფესტივალს არ მოყავს იმდენი ტურისტი მაშინ სხვას რატო შეიძლება მოყავდეს. დღეს საქართველოში ჯერ-ჯერობით არცერთ ღონისძიებას არ აქვს იმის საშუალება რომ ბევრი ტურისტი მოიზიდოს, ამიტომ ამით აპელირება არასწორია“, - განაცხადა დათო ცინცაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები