,,NAMM’’ - მუსიკის სახლმა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად მუსიკალური ინსტრუმენტების სავაჭრო ეროვნული ასოციაცია მართავს, მუსიკოსებს, ინოვატორებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს აერთიანებს.
უდიდეს გლობალური შეკრებაზე, რომელიც კალიფორნიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა, 4000-ზე მეტი ბრენდი იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, უახლეს მუსიკალურ ტექნოლოგიებს, ინსტრუმენტებსა და ბრენდებს გასცნობოდნენ. მუსიკის სახლი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მუსიკალური ინსტრუმენტების სფეროში, ფესტივალს წელს პირველად დაესწრო და სხვადასხვა ლეგენდარული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ისეთი ინსტრუმენტების ბრენდები, რომლებთანაც მუსიკის სახლი, წლებია, თანამშრომლობს. ასეთებია: ლეგენდარული Fender, Roland, Casio, Ortega, Ibanez, Orla, JET და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანი იმ ბრენდებთან ურთიერთობის გამყარება იყო, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ მუსიკის სახლია. ასევე, ქართული დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ბრენდებს გასცნობოდნენ და გაფართოების მიზნით, ახალი კავშირები დაემყარებინათ. კომპანიამ ქართულ ბაზარზე სხვა საერთაშორისო ბრენდების შემოყვანაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
NAMM-ის შოუ მუსიკის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ფესტივალის დღეები საუცხოო მუსიკალური წარმოდგენებითა და ინოვაციური პროდუქტების წარდგენით იყო დატვირთული. ღონისძიების განმავლობაში, სხვადასხვა სივრცეში მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
----------
ფესტივალს საფუძველი 1901 წელს ჩაეყარა. მუსიკალური ინდუსტრიის რამდენიმე წარმომადგენელმა ასოციაცია იმ მიზნით დააარსა, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების, აღჭურვილობის მწარმოებლებისა და ზოგადად, ბიზნესის აღნიშნული სფერო განევითარებინათ.
NAMM-ის მთავარი დაპირება ,,believe in music’’ ნამდვილად ინსპირაციულია და ფესტივალი ამ მაგიურ დაპირებას 1901 წლიდან დღემდე მყარად გვაჯერებს.
საბოლოოდ კი, ნამი ველს და ნამი აქაურობას!