მუსკომედიის თეატრის აღჭურვისთვის 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
თამუნა დემეტრაშვილი
25.07.18 09:36
• 862
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ტექნიკურ აღჭურვაზე 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, დაგეგმილია მაყურებელთა დარბაზისა და სცენის მოწყობის ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, საორკესტრო ორმოს მოწყობა, მოძრავი სცენის მზიდი კონსტრუქციების მოწყობა, სასცენო გადახურის მოწყობა და სხვა სამუშაოები. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დაასრულოს.