„შატო მუხრანის“ სასახლე, რომლის აღდგენაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა და ის პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობა მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას ეფუძნება, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა ივანე მუხრანბატონმა შექმნა. შატოს კონცეფცია ოთხ ძირითად ფასეულობას მოიცავს: საკუთარ ვენახებს, უნიკალურ მიწისქვეშა მარნებს, სასახლესა და ისტორიას.
აღსანიშნია, რომ „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტს სათავეში დასაწყიში ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ჯგუფი ედგა. მას შემდეგ, რაც პოლსენებმა სრულად აიღეს მმართველობა ,,შატო მუხრანზე”, დაიგეგმა ინვესტირების ახალი ეტაპი რომელიც ეტაპობრივად მოიცავს 16 ჰექტარზე განლაგებული სასახლის და არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტიაციას. ფრედერიკ პოლსენმა დაანონსა ახალი სასტუმროს აშენება და სპეციალური ფონდის შექმნა მუხრანის სახელით, რომელიც არსებულ გარემოს სრულად შეცვლის.