გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხრანის, ვარდისუბნის, ვაზიანისა და პატარა ქანდას უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას იწყებს. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 16 857 110 ლარი მოხმარდება.
პროექტი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, წყალმომარაგების ახალი ქსელის, გამანაწილებელი მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული არ არსებობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და ადგილობრივები წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ.

























