მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება

5786178cebfb7
BM.GE
13.07.16 14:00
1312
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
 
მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა იქნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს.

"მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყოფილი მუხურის მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის აღდგენა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად, საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახების მოძიება გახდა შესაძლებელი. ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა (სანაშენე მასალის წარმოება) და ახლო მომავალში, აღნიშნული ფუტკრის ოჯახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები