მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუზეუმების კვირეული კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება

5cdec3e333d52
BM.GE
17.05.19 19:10
865
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და საგანმანთლებლო პროგრამების აქტივობები გაიმართება.

კვირეული 18 მაისს, 12:00 საათზე კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ "მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის".

მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას. მიმდინარე წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა "მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები