მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მწარმოებელთა ფედერაცია და დამსაქმებელთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გეგმავს

5784cb75bc104
BM.GE
12.07.16 14:50
1419
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, სააჩევნო პროგრამების განხილვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გეგმავს.

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს პარტიების საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნება, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითოეული პარტიის საპროგრამო დოკუმენტში ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარების და ამ განვითარებაში ადგილობრივი წარმოების როლის და ადგილის განსაზღვრა. კონკრეტულად რა საკანონმდებლო,საგადასახადო თუ სხვა პროგრამების და ინიციატივების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ წარმოების განვითარების ხელშეწყობისადა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

როგორც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცის საპროგრამო დოკუმენტებშია აღნიშნული, ჩვენი მიზანია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს სახელმწოფო სტრუქტურა, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაცა, შევქმნათ დიალოგის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ წარმოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების ერთობლივად შემუშავებას და კონკრეტული რეფორმების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული წარმეობის მდგრად განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას .

აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია , რომ პარტიებთან პირდაპირი შეხვედრები, მათი ეკონომიკური პროგრამების განხილვის მიზნით, ქართულ რეალობაში ახალ სტანდარტს დანერგავს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იწყებენ შეხვედრებს ყველა დაინტერსებული პარტიებთან , მათი ეკონომიკური პროგრამების გაცნობისა და განხილვის მიზნით“, - განმარტავენ ორგანიზაციებში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის პრიორიტეტი არცერთ პარტიას ენიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები