მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში"

5b4c9f0ac4112
BM.GE
16.07.18 17:31
593
პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ წარდგენილია საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

ინიციატივის შესაბამისად, კანონში არსებული საგამონაკლისო დაშვების საკითხი ზიანს აყენებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დანერგვის პროცესს.

კერძოდ, ცვლილება შეეხება იმას, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე, ღია ადგილებზე მოწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისთვის სპეციალურად დადგენილ ადგილებზე.

„მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ როგორ არიან მომზდებული შესაბამისი სამსახურები მოქალაქის ინფორმირებისთვის, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ მონიტორინგის შედეგად ვნახეთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც დიდია ამ საკითხში და ეს რეალიზდა იმაში, რომ კანონი მუშაობს და ადამიანები მას იცავენ, პირველი თვის მანძილზე სულ 100-მდე ჯარიმა იყო. 6 თვის მანძილზე ის თანდათან სოციალურ მოთხოვნად იქცევა.

თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო. ამიტომ კომიტეტი იმსჯელებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები