მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე პასპორტის“ მოქმედების დროს ღონისძიებების რიცხვი 70%-ით იყო შემცირებული - ბავშვთა გასართობი ცენტრი

61fd379a92998
ინგა მურუსიძე
04.02.22 22:40
772
თუ 1-ელ დეკემბრამდე თვეში 100 ღონისძიებას ვმართავდით, "მწვანე პასპორტის“ რეგულაციის შემდეგ ღონისძიებების რიცხვი 70%-ით შემცირდა, - ამის შესახებ bm.ge-ს ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციისა და ცენტრ „ლაიქის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებას,“მწვანე პასპორტის“ კონცეფციის გაუქმების შესახებ და თქვა, რომ თავის დროზე ამ კონცეფციის მომხრე იყო, თუმცა არა იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა.

"„მწვანე პასპორტის“ მიღებამ პირდაპირ დაარტყა ჩვენს სექტორს. მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა. ზოგადად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან გვიშლის ხელს და „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის მოხსნა ალბათ უფრო მეტად მაშინ დაგვეტყობა, როცა ეპიდვითარება დასტაბილურდება. გაუსაძლის ვითარებაში აღმოვჩნდით. ბევრი რეკავდა, თუმცა ჯავშნებს ვერ აკეთებდნენ, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ „მწვანე პასპორტები“.

რაც შეეხება ჩვენს ზოგად მდგომარეობას, ბავშვთა გასართობი სივრცეები ძალიან ცუდ დღეში ვართ, გვემატება გადასახადები და არანაირი ხელშეწყობა ჩვენი მიმართულებით არ არის“, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.

"მწვანე პასპორტების" გაუქმების გადაწყვეტილების შედეგებთან დაკავშირებით კი „ლაიქის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ვითარება მცირედით შეიცვალა და მშობლებმა ჯავშნების გაკეთება დაიწყეს, თუმცა ვითარება ეპიდვითარების გამო კვლავ არასტაბილურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები