მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მწვანე თუ ლურჯი - თბილისის მერი ახალი ავტობუსის ფერზე facebook გამოკითხვას აწყობს

5ccc1ff3994ce
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.19 15:40
2562
დედაქალაქში 220 ახალ ავტობუსს “ჯითი ჯგუფი” შემოიყვანს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ facebook გვერდზე გამოკითხვა გამოაქვეყნა, მერია მოსახლეობას ეკითხება თუ რა ფრად იყოს გადაღებილი ახალი ავტობუსები, რომლებიც თბილისში შემოვა - მწვანედ თუ ლურჯად. 

ამ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხმათა 59%-ით "მწვანე" ლიდერობს. 



ტენდერი 220 ახალი ავტობუსის შეძენაზე გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, თუმცა, რამდენჯერმე გასაჩივრდა. შესყიდვაში სულ 4 პრეტენდენტი მონაწილეობდა. ბოლოს სადავო იყო “ჯითი ჯგუფის” მიერ შეთავაზებული მოდელების საექსპორტო გამოცდილება, რადგანაც დოკუმენტაციის მიხედვით, აუცილებელი იყო Novociti Life-ის ავტობუსები უკვე ჰქონოდათ შესყიდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. როგორც “ჯითი ჯგუფში” აცხადებენ, მათ ეს დოკუმენტაციაც წარმოადგინეს, რის შედეგადაც გასულ კვირაში ისინი გამარჯვებულად გამოცხადდნენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები