მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწვავე პაციენტებს ვიღებთ" - ჯო ენის ცენტრის დირექტორი 520-ე დადგენილებით შექმნილ გამოწვევებზე

5de7af1cb45d7
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.19 17:03
2255
ჯო ენის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გამო მწვავე პაციენტების მიღება გრძელდება, გეგმიური პროცესი კი, შეჩერებულია.

ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც მთავრობის 520-ე დადგენილებაზე მსჯელობენ. სწორედ ამ დოკუმენტმა დააწესა ახალი ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებები არ ეთანხმებიან.

"ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა; მწვავე პაციენტებს ვიღებთ, ასევე ვიღებთ იმ პაციენტებს, რომლებზეც საგარანტიო წერილები მანამდე გვქონდა გაცემული. შემდეგი გეგმიური მუშაობა არის შეფერხებული, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა, შეთანხმებას მივაღწევთ, თუ - ვერა", - აცხადებს ვახტანგ ლაშხი.

ამავე ტენდენციაზე საუბრობს სამედიცინო ცენტრ „პინეოს“ ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე და აცხადებს, რომ „ზარალზე უწევთ მუშაობა“.

"ვინაიდან ჩვენ ვართ ექიმები და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია",- აცხადებს სინაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები