“ერთი ადამიანი არ ცვლის რეალობას. ლიდერმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს გუნდის ფორმირებაში, თუმცა მხოლოდ გუნდი განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის ორგანიზაცია და თვითონ ლიდერიც”, − ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს.
“კადრის არჩევისას კანდიდატის ცვლილებებისადმი მზადყოფნას ვაქცევთ ყურადღებას. ეს ცოტა რთულია”, – ამბობს გაჩეჩილაძე და იქვე განმარტავს: “როცა ჩვენ ახალკურსდამთავრებულს სამსახურში ვიყვანთ, იმ ცოდნის, რომელიც მას იმ მომენტში აქვს, ათ წელიწადში აღარ იქნება რელევანტური. მნიშვნელოვანია ცვლილებებისადმი მზაობა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვსწავლობთ”.

























