მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მხოლოდ მარტში 120-მა არაქსელურმა მარკეტმა შეაჩერა მუშაობა” - მაღაზიათა ასოციაცია

5fc386e7c46b8
ანა ჯოხაძე
29.11.20 16:03
967
ქართულ მაღაზიათა ასოციაციის დამფუძნებელი ლუკა ჭელიძე ამბობს, რომ ხშირად, როდესაც როგორც ქსელური, ისე არაქსელური მარკეტები კოტრდებიან, ფინანსური ვალდებულებები რჩებათ როგორც მცირე მეწარმეების, ისე სადისტრიბუციო კომპანიები მიმართ. მისი თქმით, მსგავსი მავნე პრაქტიკა უკვე წლებია არსებობს და იმ კომპანიებს, რომელთა მიმართაც გაკოტრებულ სუპერმარკეტებს ვალდებულებები რჩებათ, კანონი არ იცავს.

“გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ქსელური სუპერმარკეტები გავიდნენ ბაზრიდან და დაიტოვეს 10 მილიონ ლარამდე ვალდებულებები. დღემდე არ არსებობს ბერკეტი, რომ შენ გაკოტრებული კომპანიისგან ამოიღო ვალდებულებები. გაკოტრდა კომპანია და სახსრები არ აქვს უბრალოდ, რომ დავალიანებები დაფაროს. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია გვაქვს არაქსელურ სუპერმარკეტებშიც. აქ ყველაფერი გადადის და რჩება უკვე პირად მოლაპარაკებებზე.

ჩვენ ბევრი წევრი არ დაგვიკარგავს. 940 კომპანია იყო ჩვენი წევრი და ეს რაოდენობაა ახლაც. რაც აღრიცხვა დავიწყეთ, მარტში, როცა ლოქდაუნი იყო 120 მაღაზია დაიხურა, შემდეგ სხვა ალტერნატიული მაღაზიები დაგვემატა და დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი წევრი 940 მაღაზიიდან დახურული იყო 30 მაღაზია”-ამბობს ლუკა ჭელიძე.

ცნობისთვის, მაღაზიების მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრობენ ის მეწარმეებიც, რომლებსაც პროდუქცია მცირე ზომის, არაქსელურ მაღაზიებში შეაქვთ. როგორც მეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილი bm.ge-თან ამბობს, პანდემიის პერიოდში მას, როგორც მეწარმეს ძირითადი პრობლემები არა ქსელურ კომპანიებთან, არამედ მცირე ზომის მაღაზიებთან შეექმნა. მისი თქმით, პანდემიამ ბაზრიდან მცირე ზომის სასურსათო მაღაზიები გააქრო. მათ მუშაობა შეწყვიტეს და ის ვალდებულებები, რაც მცირე მეწარმეების მიმართ ჰქონდათ, არ დაფარეს. შედეგად კი მათ შემთხვევაში მიღებული ზარალი დაახლოებით 30-40 ათასი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები