ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ ჟირაფი“ ექსპორტზე იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. ყველაფერი კი 2017 წელს ერთი ცალი საკერავი მანქანითა და რამდენიმე საექსპერიმენტოდ შეძენილი ნაჭრით, ქალაქ გორში დაიწყო. რამდენიმე მაღაზიასთან კოლაბორაციის შედეგად „ჟირაფის“ პროდუქციამ მომხმარებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა და ამჟამად კომპანია თვის განმავლობაში 0-თვიდან 9 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის 1000 ერთეულს აწარმოებს.
ნინი ჯოხაძე, "ჟირაფი", თანადამფუძნებელი
რუსუდან გვაზავა, "ჟირაფი", თანადამფუძნებელი