#მხოლოდქართული - ლურჯი მოცვის ბიზნესი სამეგრელოდან
BM.GE
12.12.21 20:16
• 500
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა. მეგრელი ფერმერი ნუკრი კვარაცხელია ფორბსთან ამბობს, რომ კულტურას დიდი პოტენციალი გააჩნია და სწორედ ამიტომ, მას უკვე 4 ჰექტარზე აქვს გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი, პარტნიორთან ერთად და აქ გაჩერებას არ აპირებენ… პირველი ბაღი ფერმერებმა 2019 წელს გააშენეს და 2020-ში მეორე ბაღი მიამატეს. მოსავალს კი 2022 წელს უკვე ელოდებიან. ამ სიუჟეტის მთავარი გმირის სახელი Forbes კვირას მაყურებლებისათვის უკვე ნაცნობიც უნდა იყოს. ნუკრი კვარაცხელია წალენჯიხის ის პირველი ინვესტორია, რომელიც ფორბსმა პირველმა იპოვა და გასულ კვირას ყველა, დიდი თუ პატარა რომ ამ ამბავზე ლაპარაკობდა. ახლა კი ფოსტის შენობის ყიდვამდე დაწყებულ საქმეებზე და 200 000 ლარიან ინვესტიციაზე ნინი ლონგურაშვილი და ანუკა ჯოხაძე, ფერმერის ბაღიდან, სამეგრელოს სოფელ ზემო ეწერიდან გვიყვებიან.