მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - „ნაბერაული ვაინსი“ ხვანჭკარის მიკროზონიდან

BM.GE
30.05.21 12:05
663
“მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში მოგიყვებით ბიზნესზე, ღვინის ბიზნესზე, რომელიც რაჭაში, სოფელ სადმელში, ხვანჭკარის მიკროზონაში მდებარეობს. იმ ადგილას კი, სადაც უშუალოდ ღვინის ქარხანაა, ადრე თურმე ბერები ცხოვრობდნენ და მეღვინეობითაც იყვნენ დაკავებულები, ამიტომაც ამ მიდამოს ადგილობრივები „ნაბერაულს“ უწოდებდნენ. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ კომპანიის სახელწოდება „ნაბერაული ვაინსიც“ სწორედ აქედან მოდის. ქარხანამ, რომელშიც განხორციელებულმა ინვესტიციამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს პირველი მოსავალი და 25 ათასი ბოთლი ღვინოც ჩამოასხა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, „ნაბერაულს“ წინ ამბიციური გეგმები აქვს და კომპანიას უნარიანი, კუთხის და ქვეყნის ერთგული მესვეურები ჰყავს.

გოგი ენუქიძე - "ნაბერაული ვაინსი", პროექტის მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები