მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - "მამალო დორა" - #Forbesკვირა

BM.GE
20.09.20 12:22
1251
პატარა ბიზნესმენი, რომელმაც 9 წლის ასაკში, სახლში სახელდახელოდ მომზადებული, ყველასათვის კარგად ნაცნობი ტკბილეული, „მამალოები“ ბიზნესად აქცია. ყველაფერი კი ერთ ჩვეულებრივ საღამოს, ქალაქ გორში დაიწყო, როდესაც პატარა გიორგი შეშაბერიძემ დედის მიერ მომზადებული „მამალოები“ გასინჯა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ამჯერად თავისი ხელით მოემზადებინა. თანატოლებისთვის გასაზიარებლად, დიდი თხოვნის შემდეგ, იქვე უბნის მარკეტში რამოდენიმე „მამალო“ დატოვა და პირველი 15 ლარის ოდენობის მოგებაც იგემა. ბავშვური გატაცება იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ სამი წლის თავზე გიორგიმ თბილისში, მშობლების კუთვნილ კომერციულ ფართში მინი საწარმო გახსნა, პატარა დის საპატივცემულოდ ბრენდს „დორა“ დაარქვა და ოთხი ადამიანიც დაასაქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები