მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - სპილოუ

BM.GE
14.11.21 17:48
517
Forbes კვირას ეთერში უკვე ტრადიციულ რუბრიკაში #მხოლოდქართული დღეს ბაზარზე არსებული საბაშვო ორიგინალური ტანსაცმლის დეფიციტით გამოწვეული პრობლემის წინაშე აღმოჩენილი დედების ბიზნესზე უნდა მოგიყვეთ.
ტრადიციულად GM Pharma-სთან პარტნიორობით გაგიზიარებთ მარიამ იზორიას მომზადებულ სიუჟეტს და ვიდრე დღევანდელი სიუჟეტის მთავარზე მოგიყვებით, GM Pharma-ს წარმატებულ ევროპულ ვოიაჟზე უნდა გითხრათ ამბები.
9-12 ნოემბერს მილანში, საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა #CphIWorldWide 2021 იმართება, სადაც „GM Pharma“ საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით იყო წარდგენილი. CPhI WorldWide არის გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ფარმაკოლოგსა და მომწოდებელს აერთიანებს. გამოფენის მიზანს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენელი - როგორც მწარმოებელი, ასევე შემსყიდველი კომპანიებისთვის კორპერაციის ერთიანი სივრცის შექმნა წარმოადგენს. გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის მიზანს კი, მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება ან ახლის წამოწყება წარმოადგენს. ინფორმაციისთვის, “GM Pharma” 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული ფარმაცევტული საწარმოა, რომლის უახლოეს სტრატეგიულ მიზანს ევრიოკავშირის ბაზარზე შესვლა წარმოადგენს.
სხვათა შორის რაღაც საერთო GM Pharma-ს “სპილოუსთან” ნამდვილად აქვს, რომელზეც დღეს ამბები მხოლოდქართულის რუბრიკის ფარგლებში უნდა გავაახლოთ. მსგავსებებს შორის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებისკენ ლტოლვა უპირობო ლიდერებშია.
თავად სპილოუ 2016 წელს დაფუძნდა, როცა სამმა დედამ ქართულ ბაზარზე საბავშო ორიგინალური ტანსაცმლის დეფიციტის გამო სულ რაღაც 2000-2000 ლარიანი ინვესტიციით ახალი ბრენდი „სპილოუ“ ჩამოაყალიბა და „ცელქი ბავშვებისთვის“ ტანსაცმლის წარმოება დაიწყო. შიდა ბაზრის ათვისების შემდგომ, საერთაშორისო გამოფენებზე ბრენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ნაწარმი ექსპორტზეც გავიდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები