მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - Watt’s Fish and Chips

BM.GE
30.05.22 08:30
595
თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, ბრიტანელების საყვარელი კომბინაციის თევზისა და კარტოფილის ჩიფსების დაგემოვნება შეგიძლიათ. “Watt’s Fish and Chips”-ის დამფუძნებელმა მარინა მერაბიშვილმა საქართველოში ბრიტანული კულტურა ჩამოიტანა და ფიშ ენდ ჩიფსის კომბინაცია უკვე ქართველ მომხმარებელს შესთავაზა. ობიექტს ძირითადად ის ადამიანები სტუმრობენ, რომლებსაც ბრიტანეთში უცხოვრიათ და ამ საყვარელი კერძის ნოსტალგია აქვთ. საინტერესოა მათი შეფასებებიც, ამბობენ, რომ ქართულ რესტორანში ზუსტად ისეთი ფიშ ენდ ჩიფსი მზადდება, როგორიც ბრიტანეთში.. ამიტომ თუ გადაწყვეტთ, რომ ეს კომბინაცია თავადაც დააგემოვნოთ, იცოდეთ რომ Watt’s Fish and Chips”-ი დილის რვა საათიდან გიმასპინძლებთ და დილა თევზით რომ არ დაიწყოთ, ადგილზე ბრიტანულ საუზმესაც შემოგთავაზებენ.

მარინა მერაბიშვილი - “Watt’s Fish and Chips”-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები