მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: აგროჰოლდინგი “ჰარვიტა”

BM.GE
29.11.22 08:33
505
აგროჰოლდინგი "ჰარვიტა" ახლადდაფუძნებული კომპანიაა და მისი მიზანი თანამედროვე ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებაა. ჰარვიტას პირველი მსხვილი პროექტი წყალტუბოში, ლურჯი მოცვის ბაღები იყო, რომელიც კომპანიამ 20 ჰექტარზე გააშენა. ამჯერად ჰარვიტამ კიდევ ერთი ინვესტიცია განახორციელა და კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო, ამისთვის კი სრულიად თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო აამოქმედა. წარმოების სრული ციკლი ადგილზე მიმდინარეობს, ადგილზევე ხდება სოკოს გაზრდა, შემდგომ სარეალიზაციოდ გამზადება. ჰარვიტას სოკო უკვე შევიდა ქსელურ მარკეტებში, მეტიც კომპანია ჰორეკა სექტორთანაც თანამშრომლობს. წარმოებამ გაამართლა და ახლა კომპანიის მიზანი წარმადობის 800 ტონამდე გაზრდაა.

ვანო იოსელიანი - “ჰარვიტას” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები