პროფესიით ბორტგამცილებელია, თუმცა არსებულმა კოვიდ მდგომარეობამ მისი საქმიანობის სფერო სრულად შეცვალა. პანდემიის დროს, როდესაც კარანტინმა პირველ რიგში ავიამიმოსვლა გაცერა, გადაწყვიტა ხელნაკეთი შოკოლადები შეექმნა. საუბარია კომპანია „შოკოტელაზე“, რომელსაც 1 წელი 14 თებერვალს შეუსრულდა და დაბადების დღეზე პირველი მაღაზიაც გახსნა. „შოკოტელა“ 9 სახეობის არტ შოკოლადს ქმნის და სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს.