მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული მეტალოპლასტმასის წარმოება LGG

BM.GE
04.04.23 11:54
291
კომპანია "ელჯიჯის" ისტორია 2000-იან წლებში იწყება. მაშინ, როცა სტუდენტობის პერიოდში ზურა გიორგაძემ სახლი სულ რაღაც 14 000 დოლარად გაყიდა და ამ თანხით მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება LGG აამოქმედა. კომპანია გარკვეული პერიოდი იჯარით აღებულ საწარმოში საქმიანობდა, 2006 წელს კი პირველი დამოუკიდებელი საწარმო ააშენეს. წარმატებულ ოპერირებას 2008 წელს მეორე საწარმოც მოჰყვა. სხვადასხვა გამოწვევის ფონზე "ელჯიჯი" მუდმივად ახერხებდა ზრდას და ასეა ახლაც. კომპანია გასულ წელს თბილისს გაცდა და წეროვანში მინის საწარმო აამოქმედა რისთვისაც რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელა. "ელჯიჯის" წარმოება უკვე მეტალოპლასტმას, ალუმინს და მინას მოიცავს. 14 000 დოლარით დაწყებულ ბიზნესს, ბოლო მონაცემებით დღეს ბაზრის დაახლოებით 12% უჭირავს. კომპანიას და მის დამფუძნებელს უამრავი გეგმა აქვს, მათ შორის წეროვანში კიდევ ერთი ახალი წარმოების ამოქმედება, რომლისთვისაც პროექტი უკვე მზად არის.

ზურა გიორგაძე - LGG-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები