“ოჯახურმა” 12 წლის წინ, ერთ პატარა ოთახში, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ქართული სუნელ-სანელებლების წარმოება დაიწყო, კომპანია ამ პერიოდში პირველი იყო, რომელმაც ეს ტრადიციული გემოები ერთ შეფუთვაში მოაქცია და დღეს უკვე გაზრდილი, ერთი ოთახიდან კუთვნილ საწარმომდე, 70 თანამშრომლის დახმარებით ბაზარს 95-მდე დასახელების სუნელს აწვდის. მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ დასჯერდნენ და ოჯახურის სუნელები 13 ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთში, ჩეხეთში, ლატვიაში და სხვა ქვეყნებში იყიდება.