სტარტაპი - ჰაიგარდენი, ანუ ჭკვიან სათბურები სრულიად კომპიუტერული სისტემით იმართება, ანუ სათბურში, ტემპერატურა, სინათლე, ყველა ეს პროცესი და არამარტო ტექნოლოგიურად იმართება. ჰაიგარდენის ჭკვიან სათბურში აზიური მცენარეები, მათ შორის ტაცოი, ბოკჩოი, აეროპონიკის სისტემით მოჰყავთ. აეროპონიკა აგროტექნოლოგიებში უახლესი მიდგომაა. ახალგაზრდების მიერ შექმნილ კომპანიას უამრავი გეგმა აქვს, მათ შორის კენკროვანი კულტურების ამავე მეთოდებით წარმოებაა.