მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: "დიდებული ტორტები"-ს ახალი ამერიკული ისტორია

BM.GE
01.08.22 01:57
844
2009 წელს, ვერაზე პატარა საკონდიტრო გაიხსნა. მაშინ ამ ადგილს დიდებული ტორტები დაერქვა და ბაზარზეც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოს მქონე კლასიკურმა დესერტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. საკონდიტროს მთავარი შემოქმედისთვის ეს უკუკავშირი მოტივაციად იქცა და ბიზნესის მართვიდან უკვე კონდიტერიაში გადაინაცვლა. ამის შემდგომ პროფესიონალმა შეფ კონდიტერმა მეორე, უკვე თანამედროვე ევროპული დესერტების მწარმოებელი ბრენდი მარონიც შექმნა. დავით გორგოშიძე ანუ ამ ამბის მთავარი გმირი დღეს უკვე საკონდიტროს გარდა პროფესიულ სკოლასაც ფლობს, სადაც ახალი კონდიტერების ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეაქვს. მთავარი და ყველაზე სასიხარულოი ნაწილი ამ ისტორიაში ამერიკაა, დიახ ამერიკა, ნიუ-იორკში დღეს მარონის ორი ფილიალია, სადაც მომხმარებელს გემრიელ დესერტებთან ერთად სრულიად ქართველი პერსონალი დახვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები