"მკისა" სოფლის მეურნეობის მიმართულებას ავითარებს. კომპანია წყალტუბოსა და ხობში მოცვის ბაღებს, ბოლნისში კი ნუშის ბაღებს ფლობს. bmg-ის გადამღებმა ჯგუფმა სწორედ მკისას ნუშის ბაღები მოინახულა. კომპანიის ნუშის ბაღები 40 ჰექტარზეა გაშენებული და ის პირველ მოსავალს მიმდინარე სეზონზე ელოდება. რაც შეეხება რეალიზაციას, მკისას გეგმებში ნუშის შეფუთული სახით კომპანიის ბრენდის ქვეშ გაყიდვა შედის. კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ დასჯერდება, აქ უკვე საექსპორტოდ პარტნიორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს, რათა ბოლნისში წარმოებული ნუში საერთაშორისო ბაზრებზეც მოხვდეს.
გიგი გაჩეჩილაძე - “მკისას” აღმასრულებელი დირექტორი