#მხოლოდქართული სალათის ფურცლების 85% ექსპორტზე გადის
BM.GE
06.02.22 15:55
• 448
ჩვენ ეხლა მოგიყვებით ბიზნესზე, რომელმაც ფუნქციონირება 2021 წლის სექტემბერში, ლაგოდეხში დაიწყო. საუბარია სალათის ფურცლების პლანტაციაზე, რომელიც 3 ჰექტარზეა გაშენებული, რონელზეც 3 სახეობის სალათის ფურცლის მოსავალი მოდის. მოსავლის 85% ექსპორტზე გადის და მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში მაკდონალდს ამარაგებს. მხოლოდ ქართულის დღევანდელ გმირს საზოგადოება იცნობს, ის მარად დაუდრგომელი მოუსვენარი და გამორჩეულად კომუნიკაბელური მეწარმეა, რომელიც დღეს ქართველი დისტრიბუტორების ინტერესებს იცავს, და მერწმუნეთ, რომ არა ივა ჭყონია, ეჭვი მეპარება ამ ტიპის ბიზნეს ასოციაცია არათუ გამართულიყო, შექმნილიყო კი საერთაოდაც. თუმცა, დღეს სხვა ივა ჭყონიას გაგვაცნობს სალომე ჭიპაშვილი ჯიემფარმას დახმარებით