მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული სათამაშოები -“ოდინდელი”

BM.GE
11.07.23 09:24
131
დავით გვანცელაძემ მცირე ინვესტიციით მცირე დანადგარები შეიძინა და ხის სათამაშოების წარმოება დაიწყო. ეს იყო ბრენდი „ოდინდელის“ პირველი ნაბიჯები. როგორც თავად ამბობს, სათამაშოების შექმნა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რადგან ეს არის ნივთები რომლებიც ბავშვებისთვის იქმნება. სწორედ ამიტომ ოდინდელის მთავარი პრიორიტეტი ხარისხის დაცვაა. ბრენდი ოდინდელის სათამაშოებს ჯამში 4 ადამიანი ქმნის, ამ პროცესში პარალელურად ოჯახის წევრებიც ერთვებიან. კომპანიას საინტერესო სიახლეებიც აქვს. ოდინდელის სახელოსნოში ახლა პირველი საექსპორტო ნაწარმი მზადდება. 

დავით გვანცელაძე - „ოდინდელის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები