მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: სუნელ-სანელებლები “იგოეთისგან”

BM.GE
31.10.22 01:41
451
2020 წელს სოფელ იგოეთში ახალი წარმოება დაფუძნდა. საუბარია 18 დასახელების სუნელ-სანელებლების მწარმოებელ კომპანია ,,იგოეთზე”. კოპმანია ნედლეულის იმპორტს ეგვიპტიდან ახორციელებს, შემდგომ კი წარმოების სრული ციკლი იგოეთში მდებარე საწარმოში მიმდინარეობს. კომპანიის საწარმო თანამედროვე მანქანა - დანადგარებით არის აღჭურვილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქარხანაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სისუფთავეს. ცდილობენ, წარმოების პროცესი ყველა საჭირო სტანდარტს შეესაბამებოდეს. “იგოეთის” სუნელ-სანელებლები მომხარებლისთვის ჯერ უცნობია. თუმცა კომპანიის პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები