მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: სუნელ-სანელებლები “იგოეთისგან”

BM.GE
01.11.22 10:29
264
2020 წელს სოფელ იგოეთში ახალი წარმოება დაფუძნდა. საუბარია 18 დასახელების სუნელ-სანელებლების მწარმოებელ კომპანია იგოეთზე. კომპანია ნედლეულის იმპორტს ეგვიპტიდან ახორციელებს, შემდგომ კი წარმოების სრული ციკლი იგოეთში მდებარე საწარმოში მიმდინარეობს. კომპანიის საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქარხანაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სისუფთავეს. ცდილობენ წარმოების პროცესი ყველა საჭირო სტანდარტს შეესაბამებოდეს. “იგოეთის” სუნელ-სანელებლები მომხმარებლისთვის ჯერ უცნობია. თუმცა კომპანიის პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

ვაჟა ილურიძე - “იგოეთი სპაისის" კომერციული დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები