თბილისური ბაზრები ყოველთვის იყო გამორჩეული. ბაზარი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქალაქის იერსახეს, გვიყვება ქალაქის ისტორიაზე, ტრადიციასა და კულტურაზე, ეს არის სივრცე რომელიც ვერაფერმა, მათ შორის ვერც თანამედროვე სავაჭრო ცენტრებმა ვერ ჩაანაცვლეს… მხოლოდ ქართულის რუბრიკაში ყველაზე ქართულ თბილისურ ადგილზე უნდა მოგიყვეთ, განახლებული ბაზარი ორბელიანზე, სივრცეზე რომელიც მომხმარებელს 1886 წლიდან მასპინძლობს, დროთა განმავლობაში ამ ადგილმა მრავალი ცვლილება განიცადა, მაგრამ ერთი რამ რაც აქ უცვლელია ქართული პროდუქტებია… ამიტომ სიუჟეტში რამდენიმე ქართულ სტარტაპსაც გაგაცნობთ რომლებიც განახლებულ ორბელიანის ბაზარში დაგხვდებათ.